წესები და პირობები
აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და 'სახელოსნო ბარს' შორის დადებულ ხელშეკრულებას და არეგულირებს თქვენს მიერ 'სახელოსნო ბარის' სპეციალური სერვისებით სარგებლობის პირობებს;
წინამდებარე აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ხელშეკრულების პირობებს და ვალდებული ხართ დაიცვათ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა;
წინამდებარე აპლიკაციაზე თანხმობით თქვენ გადიხართ ვერიფიკაციას და გეძლევათ საშუალება ონლაინ შეიძინოთ 'სახელოსნო ბარის' მიერ შემოთავაზებული სპეციალური 'პრიორიტეტ პაკეტები';
- ზოგადი პირობები
- წინამდებარე აპლიკაციის გამოყენებით თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გაიაროთ ვერიფიკაცია, ასევე შეიძინოთ 'სახელოსნო ბარის' პრიორიტეტ პაკეტები, რომელიც მოგცემთ საშუალებას შესაბამისი სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვით ისარგებლოთ შემოთავაზებული მომსახურეობით;
- წინამდებარე აპლიკაციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად აუცილებელია სრული სიზუსტით შეავსოთ თქვენი მონაცემები ქვემოთ არსებულ ველებში და ასევე, რა თქმა უნდა, დაიცვათ აპლიკაციით სარგებლობის წესები და პირობები;
- მომხმარებელი აპლიკაციით გათვალისწინებულ სარგებლობის წესებსა და პირობებზე თანხმობით ვალდებულია დაიცვას დადგენილი აბსოლუტურად ყველა პირობა, წინააღმდეგ შემთხვევაში 'სახელოსნო ბარი' იტოვებს უფლებამოსილებას გამოიყენოს, სხვადასხვა, ტიპის სანქციები დამრღვევი მომხმარებლის მიმართ;
- მომხმარებელი წინამდებარე წესებსა პირობებზე თანხმობით ადასტურებს, რომ გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს 'სახელოსნო ბარის' მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული 'სახელოსნო ბარის' მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ 'სახელოსნო ბარისათვის' წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
- ჩვენი პლატფორმის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას გამოგეგზავნოთ სარეკლამო ან ინფორმაციული მეილები/სმს შეტყობინებები თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე/ტელეფონის ნომერზე, აღნიშნული პუნქტით გეცნობათ რომ 'სახელოსნო ბარი' უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა გაცნობოთ სიახლეებისა და სხვადასხვა შეთავაზებების შესახებ. ამასთანავე გაცნობებთ, რომ უფლებამოსილნი ხართ ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ თქვენს მიერ მოცემული თანხმობა სარეკლამო ხასიათის შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით, რის შემდგომაც კომპანია 7 სამუშაო დღის განმავლობაში შეწყვეტს თქვენი მონაცემების დამუშავებას.
- მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
- ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
- აპლიკაციით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, პირადი ნომერი და მისამართი. ინფორმაცია, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის;
- ვერიფიკაციის პირობები/პროდუქტის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება
- ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ირჩევს 'სახელოსნო ბარის' მიერ შემოთავაზებულ 'სახელოსნო პრიორიტეტ' პაკეტს ვალდებულია გაიროს შესაბამისი წესით აპლიკაციაში ვერიფიკაცია;
- იმისთვის, რომ მომხმარებელმა გაიროს ვერიფიკაცია, ის უნდა იყო სულ მცირე 18 წლის;
- მომხმარებელი ვალდებულია შეავსოს მოთხოვნილი ინფორმაცია, რომლის შემდგომაც აპლიკაცია დატოვებს განხილვაში, დაადასტურებს, არ დაადასტურებს ან დაბლოკავს მომხმარებლის მოთხოვნას. მომხმარებლისათვის სტატუსის მინიჭება ასევე ნებისმიერ დროს სტატუსის ცლილება, დამოკიდებულია 'სახელოსნო ბარის' შიდა პოლიტიკაზე და მათ გადაწყვეტილებაზე;
- წარუმატებელი ვერიფიკაციის შემთხვევაში მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა 7 (შვიდი) კალენდარული დღის შემდგომ ხელმეორედ გამოაგზავნოს მოთხოვნა;
- ვერიფიკაციის პროცესის გავლის შემდგომ მომხმარებელი თავად ირჩევს სერვისის სახეობას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს, დღიურ და თვიურ მომსახურეობას. ვერიფიცირებული მომხმარებელი ვალდებულია ადგილზე წარადგინოს შესაბამისი QR კოდი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სასურველი პროდუქტის შერჩევისა და ანგარიშსწორების შემდგომ პროდუქტის მიწოდება კომპანიის მხრიდან ხდება ავტომატურად;
- ავტორიზაცია
- ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
- ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით;
- ბარში მოქცევის წესები:
- ვერიფიცირებული მომხმარებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ბარში მოქცევის წესებს;
- მომხმარებლის მხრიდან დაუშვებელია კონფლიქტი, სხვა მომხმარებლების შეწუხება, თანამშრომლებთან შეუსაბამო მოქცევა და მათი შეწუხება, აგრეთვე, დაუშვებელია თანამშრომლების საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა;
- მომხმარებელთა მხრიდან დაუშვებელია ბარში ცივი იარაღით შესვლა, ქურდობა ან სხვა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედების განხორციელება, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ადგილას შესვლა და ბარში არსებული ნივთების დაზიანება;
- მომხმარებელთა მხრიდან დაუშვებელია სხვა ადამიანის პირადი მონაცემების და QR კოდის გამოყენება;
- მომხმარებლის მხრიდან დაუშვებელია ფეის კონტროლის არაკანონიერი გზებით გავლა, ასევე, ბარის ტერიტორიაზე შესაბამისი ბეჭდის გარეშე სიარული;
- სანქციები
- მომხმარებლის მხრიდან ბარში არსებული წესების ნებისმიერი სახით დარღვევა იწვევს მის სრულ დისკვალიფიკაციას და მომხმარებელი ვალდებულია დატოვოს ბარის ტერიტორია;
- მომხმარებლის მხრიდან ბარში მოქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში ბარი უფლებამოსილია არ დაუბრუნოს მას გადახდილი თანხა და მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი აღნიშნულთან დაკავშირებით წარადგინოს პრეტენზია;
- მომხმარებლის მხრიდან უკვე შეძენილი 'სახელოსნო პრიორიტეტი' პაკეტის გაუქმება დაუშვებელია და 'სახელოსნო ბარი' იტოვებს უფლებამოსილებას დაიტოვოს გადახდილი თანხა, იმისდა მიუხედავად გამოიყენებს თუ არა მომხმარებელი აღნიშნულ მომსახურებას;
- 'სახელოსნო ბარი' იტოვებს უფლებამოსილებას მოახდინოს ნებისმიერი მომხმარებლის დისკვალიფიკაცია, ამასთანავე 'სახელოსნო ბარი' იტოვებს უფლებამოსილებას მომხმარებელს კვლავ მისცეს საშუალება თავიდან გაიაროს ვერიფიკაცია;
- გადახდის წესი
- ვერიფიკაციის დასასრულებლად მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს არჩეული პაკეტის შესაბამისი ღირებულების გადარიცხვა 'სახელოსნო ბარის' ანგარიშზე;
- მომხმარებლის მიერ გამოყენებული საბანკო ბარათის მონაცემების შენახვა არ ხდება და იგი გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი გადახდისთვის;
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი:
- წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო;
- ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
- 'სახელოსნო ბარის' პასუხისმგებლობის შეზღუდვა
- თქვენ აცნობიერებთ, რომ გაქვთ თავისუფალი არჩევანი, ისარგებლოთ თუ არა კომპანიის აპლიკაციითა და მომსახურებით და ამას აკეთებთ თქვენი გადაწყვეტილებით, დისკრეციითა და რისკით;
- კომპანია უზრუნველყოფს თქვენს წვდომას აპლიკაციაზე და მომსახურების გაწევას წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად. კომპანია არავითარ სხვა დაპირებასა და გარანტიას არ იძლევა მომსახურებასთან ან რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელიც შეადგენს მომსახურების ნაწილს. შესაბამისად, გამოირიცხება (კანონით დადგენილ ფარგლებში) კომპანიის პასუხისმგებლობა აღნიშნულთან დაკავშირებით კერძოდ, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ აპლიკაცია ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა სახის პრობლემები;
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი თქვენს ან ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო, დელიქტური ან სხვა სახის დაზიანებასა და დანაკარზე, რომელიც წარმოიშვა ან რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, თქვენ მიერ აპლიკაციაზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან;
- თქვენ ადასტურებთ, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი თქვენ ან მესამე პირის წინაშე რაიმე ცვლილების, აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტის შემთხვევაში;
- თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის აპლიკაცია არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის, ან ხაზების დაკარგვის, ან დაზიანების გამო. აგრეთვე, მესამე პირთა მიერ აპლიკაციის ან მისი შემადგენლობის უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ჩვენს კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში;
- კომპანია არ არის პასუხისმგებელი ნებისმიერი ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია ზემოაღნიშნული პუნქტებით და ასეთი ზიანი არ ანაზღაურდება.
- გარდამავალი დებულებები
- მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია 'სახელოსნო ბარს' მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და, ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც 'სახელოსნო ბარი' მოითხოვს ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
- თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდა, აღიარებულ იქნა ბათილად ან შეწყვეტილად, აღნიშნული პუნქტის ან მისი ნაწილი გამოყენება აღარ მოხდება. თუმცა, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას დარჩენილი პირობების ნამდვილობაზე;
- 'სახელოსნო ბარს' აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები აღნიშნული პირობების ტექსტში და ამის შესახებ აცნობოს მომხმარებელს 'სახელოსნო ბარის' საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის აპლიკაციის, 'სახელოსნო ბარის' ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
- მომხმარებელი 'სახელოსნო ბართან' წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები, მოთხოვნები, ან ვალდებულებები გადასცეს სხვა პირს;
- იმ შემთხვევებში, რომლებიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული პირობებით, მხარეები იხელმძღვანელებენ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით;
- ცვლილების შეტანა წინამდებარე პირობებში
- წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებებს განახორციელებს 'სახელოსნო ბარი' მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.
- ერთიანი ხელშეკრულება
- წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებთან ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას აპლიკაციასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით. იგი ანაცვლებს აპლიკაციასთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს. კონტაქტი
კონფინდეციალურობის პოლიტიკა
წინამდებარე პლატფორმის გამოყენებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით კონფიდენციალურობის პირობებს, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს, გთხოვთ შეწყვიტოთ პლატფორმის გამოყენება.
- დაცულობა
- 'სახელოსნო ბარისთვის' მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 'სახელოსნო ბარი' მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ:
- იზრუნოს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
- თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს მოგაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.
- თქვენი მონაცემები არ გამოვიყენოთ არამართლზომიერად;
- არ გადავცეთ თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევის გარდა.
- თქვენ ადასტურებთ, რომ პლატფორმაზე რეგისტრაციისას გაეცანით და დაეთანხმეთ საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.
- 'სახელოსნო ბარისთვის' მნიშვნელოვანია თქვენი კონფიდენციალური ინფორმაცია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. 'სახელოსნო ბარი' მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ:
- ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
- პლატფორმით სრულყოფილად სარგებლობისთვის, შესაძლოა, მოვითხოვოთ ისეთი ინფორმაციის მოწოდება, როგორიცაა თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, პირადი ნომერი და სხვა.
- 'სახელოსნო ბარი' ამუშავებს მომხმარებლის მიერ მიწოდებულ შემდეგ ინფორმაციას:
- პირდაპირი გზით მიწოდებულ ინფორმაციას: სარეგისტრაციო მონაცემებს, პლატფორმაზე რეგისტრაციისას მომხმარებლის მიერ მითითებულ მონაცემებს: სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ტელეფონის ნომერს, სოციალური ქსელების ვებ-გვერდებს. დამატებით ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი თავისი ნებით აწვდის 'სახელოსნო ბარს'. ინფორმაციას, რომელსაც მომხმარებელი 'სახელოსნო ბარს' აწვდის პლატფორმის დამხმარე ჩატის მეშვეობით.
- არაპირდაპირი გზით მიწოდებულ ინფორმაციას, კერძოდ ინფორმაციას იმ მოწყობილობის/აპლიკაციის შესახებ, რომლებსაც იყენებენ მომხმარებლები შესაბამისი მომსახურების მისაღებად. ეს ინფორმაცია მოიცავს: თქვენი კომპიუტერის ან/და ტელეფონის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართს; ბრაუზერის ტიპს; გვერდების მისამართებს, რომლებიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დროს და თარიღს; პერიოდს, რომელიც გაატარეთ ჩვენს პლატფორმაზე თუ სხვა სტატისტიკა.
- მომხმარებლების თანხმობის საფუძველზე 'სახელოსნო ბარი' ამუშავებს და ინახავს 'მესამე' პირებისგან მოწოდებულ ინფორმაციას. მაგალითად, თუ მომხმარებელი პლატფორმაზე რეგისტრაციისას 'სახელოსნო ბარს' მიაწვდის სოციალური ქსელების ('facebook', 'Instagram') გვერდს, 'სახელოსნო ბარი' უფლებამოსილი იქნება დაამუშაოს მომხმარებლის ის პირად მონაცემები, რომლებიც განთავსებულია მომხმარებლის 'Facebook' ან 'Instagram' გვერდზე (სახელი/გვარი, სქესი, ასაკი, ფოტო-სურათები, პოსტები).
- 'ქუქი' ('cookie') ფაილების გამოყენების პოლიტიკა
- ჩვენი პლატფორმის მოხმარებით თქვენ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია 'cookie' და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ უნდა მივიღოთ თქვენგან თანხმობა 'cookie' ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად 'cookie' ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.
- ჩვენი პლატფორმა არ იყენებს 'cookie' ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.
- თუ არ გსურთ იქონიონ Cookie ფაილები, უნდა მიმართოთ თქვენ ინტერნეტ ბრაუზერებს, რომ მათ უარყონ Cookie ფაილები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაილების დახმარების გარეშე, შესაძლოა, ვებსაიტმა გამართულად და სრულყოფილად არ იფუნქციონიროს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ Cookie პარამეტრების შეცვლის გარეშე განაგრძეთ პლატფორმაზე ნავიგაცია, თქვენ ავტომატურად თანახმა ხართ, გამოვიყენოთ Cookie ფაილები.
- სხვა ვებ-გვერდების ბმულები
- მომსახურეობის შესახებ ინფორმაცია შეიცავს სხვა ვებ-გვერდების ბმულებს. ჩვენ ვერ ვახდენთ გავლენას ამ გვერდების შესაბამისობასა თუ შეუსაბამობაზე მონაცემთა დაცვის დებულებებთან.
- ცვლილების შეტანა პირობებში
- წინამდებარე პირობები შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები 'სახელოსნო ბარი' მიერ მოხდება მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა, პირობებში არსებითი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებელმა მომსახურების შეუფერხებლად მიღების გასაგრძელებლად ხელმეორედ უნდა განაცხადოს მათზე თანხმობა.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ 'სახელოსნო ბარის' დაბრუნების პირობებს. პლათფორმაზე შესვლით და პლათფორმით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით თანხის დაბრუნების პირობებს;
- თანხის დაბრუნების პირობები
- თანხის დაბრუნების პირობები ეხება თქვენს მიერ შეძენილი 'პრიორიტეტ პაკეტის' საფასურის დაბრუნების პირობებს;
- მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი ისარგებლოს შეძენილი 'პრიორიტეტ პაკეტის' თანხის დაბრუნების უფლებით;
- 'სახელოსნო ბარი' არც ერთ შემთხვევაში არ არის ვალდებული უკან დაუბრუნოს მომხმარებელს შეძენილი 'პრემიუმ პაკეტის' საფასური;
წესებსა და პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.